ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პირველ საშეჯიბრო დღეს, ვახტანგ ლოლუა (55 კგ) ფინალში გავიდა.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ნახევარფინალში სომხეთის წარმომადგენელ მანველ ხაჩატრიანს 3:1 მოუგო და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ემინ სეფერშაევს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო, ფინალური შეხვედრები კი 21 აპრილს გაიმართება.








