ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის განახლება მიმდინარეობს. 

პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე დაზიანებული და საფრთხის შემცველი ინვენტარის დემონტაჟი განხორციელდა.

სამუშაოების ფარგლებში, 4000 კვ. მ. ფართობის სივრცე აღიჭურვება  შესაბამისი საპარკო ავეჯით, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, ორი ფიტნეს-ზონა, საბავშვო-გასართობი მოედნები ატრაქციონებით. 

პროექტი მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია  სპორტული მოედნის განახლება. კეთილმოწყობილი სივრცე განათდება და გამწვანდება. 

სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო.