სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ტურნირის შედეგების მიხედვით მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება მოიპოვა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იტალიელების დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მიეცა. ამისთვის კი ინგლისთან შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ბონუს ქულის მოპოვების გარეშე დამარცხება იყო საჭირო. 

შეხვედრის გაწითლებულ დროში ინგლისმა საწადელს მიაღწია მეტოქე 17:12 დაამარცხა და პირველი-მეოთხე ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, სამხრეთ აფრიკამ კი ბონუს ქულა მოიპოვა და მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.  

საქართველო მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის პირველ შეხვედრას ფიჯისთან გამართავს.