ჟურნალისტ ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ძალიან არ მინდოდა ამგვარი შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა სასწრაფოა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით საჭირო თანხის მობილიზებას დაველოდო.
დიაგნოზი, სრულიად მოულოდნელი - თავის ტვინის ანევრიზმა! მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური ანგიოგრაფია, ოპერაციული მეთოდის შერჩევა და შემდგომ - თავის ტვინის ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა (განიხილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი კვლევები და შესაძლებლობის შემთხვევაში - ოპერაციული ჩარევა).
ჩემთვის ძალიან რთულია, ვინმე შევაწუხო, ამიტომ, თუ გაქვთ ქველმოქმედებისთვის გათვალისწინებული თანხა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეწიეთ.
ისე, ვინც იცით, ხომ ამდენი კრიზისი გამოვიარე დღემდე და ყველაზე რთული ყოფილა, როცა ამგვარი განსაცდელისას, და-ძმა და მეუღლე არ გყავს და იმედად მხოლოდ 29 წლის შვილი და დედის ლოცვა გეგულება.
GE08TB7086845064300018
GE23BG0000000161762834“, - წერს თინიკაშვილი.