საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით.

საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

ცნობისთვის, თურქეთში მომხდარი 7,8 მაგნტუდა სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე ნ.ზ. გარდაიცვალა

იწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 1 900-მდე გაიზარდა