თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1 504 ადამიანი დაიღუპა. ათასობით დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

ბოლო ცნობებით, სირიაში სულ მცირე 592 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 371 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში. დაშავდა 1,089 ადამიანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა და 5 385 დაშავდა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.

დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.

თურქეთთან ერთად, მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელ სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.