თურქეთში მომხდარი 7,8 მაგნტუდა სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
როგორც "აიპრესს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განიცხადეს "თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქ. ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან."
ცნობისთვის, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 912-მდე გაიზარდა