თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:23 წუთზე მოხდა. ბიძგები რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის 8 მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.