რატი რატიანი ერთ-ერთია იმ მოსწავლეებს შორის, რომელმაც მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობა უკვე მიიღო და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. პროფესიით მომავალ პროგრამისტს გამოწვევების არ ეშინია, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის წარმატებაა, რომელსაც ლონდონში გამართულ შეჯიბრში მიაღწია. შედეგები არ უკვირთ პედაგოგებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე ახალ მასშტაბებს აღწევს.

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის მიხედვით, ქართველი მოსწავლეების შედეგები საბუნებისმეტყველო საგნებში გაუმჯობესებულია. 58 ქვეყანას შორის საქართველო 37-ე ადგილზეა და წინ უსწრებს აზერბაიჯანს, ბელგიასა და საფრანგეთს. 2019 წელთან შედარებით, მაჩვენებლები მათემატიკაში 16 ქულით გააუმჯობესეს მეოთხეკლასელებმაც.

TIMSS-ის კვლევაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. 16 წლის განმავლობაში, ყველაზე კარგი შედეგი ბოლო კვლევაში დაფიქსირდა. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მზარდი რეიტინგები სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგია.

საქართველო საერთაშორისო ოლიმპიადებში 1993 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველ მოსწავლეებს 16 ოქრო, 58 ვერცხლი და 178 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.