პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორებმა ქუთაისის N30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება მიზნად ინახავდა სკოლის მოსწავლეებისთვის პროკურორის პროფესიის გაცნობას.

შეხვედრის დასასრულს გამართული დისკუსიის ფარგლებში პროკურორებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

საინფორმაციო შეხვედრები მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ.