ალბანეთის ქალაქ დურესში დამთავრდა მოსწავლეთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში.
ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე პირველობას ერთმანეთს 7-9-11-13-15-17 წლის ასაკის მოსწავლე გოგონები და ბიჭები ეცილებოდნენ.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოსწავლეებმა, რომლებსაც წარმომადგენელი მხოლოდ 17 წლის ასაკის ბიჭებში არ ჰყავდათ. მათ 4 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
მარიამ რეხვიაშვილი - 9 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის;
ანასტასია ჭიჭინაძე - 11 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის;
კესარია მგელაძე - 13 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის;
ანასტასია კირთაძე - 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის.
ვერცხლის მედლის მფლობელები არიან:
სოფია ლიმარი - 7 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის;
მარიამ ცეცხლაძე - 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის.
7 წლის ასაკის გოგონებში ბრინჯაოს მედალი ემილი გოგოლაძემ მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აგრეთვე 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა კილაძე