თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება ყველა სადგურზე განახლდა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დროებით ვერ ემსახურებოდნენ მგზავრებს.

შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.