ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სადაც აღკვეთის ღონისძიების სახის გადახედვაზე იმსჯელეს. 

სასამართლოში ძალაში დატოვა 2025 წლის 29 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა.

ლუკა კურტანიძეს   ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის დარღვევას ედავება. 

შსს-ს ინფორმაციით,  კურტანიძემ 25 ივლისს, ქობულეთში ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა