შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში, ტირიფონის ძველ მაგისტრალურ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.  მცენარეებისა და ნატანისაგან ჯამში 6,4 კმ სიგრძის არხი იწმინდება.  ამ დროისთვის სამუშაოები სოფელ მეჯვრისხევში მიმდინარეობს, სადაც  2.2 კილომეტრიანი მონაკვეთი  უკვე გაწმენდილია.  სამუშაოები ჩატარდება კირბალისა და ბერშუეთის ტერიტორიებზე.

ჩატარებული საექსპლუატაციო ღონისძიებების შედეგად,  არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც ნადარბაზევის წყალსაცავის შეუფერხებლად შევსებას უზრუნველყოფს.

ტირიფონის ძველი მაგისტრალური არხი სოფლების ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, ხურვალეთისა და საზღვრისმიღმა დარჩენილი სოფელი   წინაგარას    700  ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს ამარაგებს სარწყავი წყლით.    

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად,   წყალუზრუნველყოფა   11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.