თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფეხებულია.
შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ავლაბარი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.
მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს." - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.