პარასკევს, რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში,  ტურისტმა საკურთხეველზე შეპარვა მოახერხა, სადაც შარვალი ჩაიხადა და მოშარდა. 

იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა შეძლო საკურთხევლის ირგვლივ განთავსებული ტურნიკეტების გავლა, სწრაფად ავიდა აღსარებისთვის განკუთვნილ საკურთხეველზე, შარვალი ჩაიწია და ასობით გაოგნებული ტურისტის თვალწინ მოშარდა.  

დაცვის თანამშრომლები სწრაფად ჩაერივნენ და მამაკაცი გაიყვანეს, მომხდარის შესახებ კი  პაპს აცნობეს.

„სამწუხარო და შოკის მომგვრელია, რომ ასეთი რამ შეიძლება წმინდა ადგილას მოხდეს“, - განაცხადა, ბელგიური ტელეარხის, VRT News-ის ცნობით, რომის პაპმა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Boyne News (@boynenews)