რუსეთი საბაჟო სამსახურის მონაცემებით, „ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე მსუბუქი ავტომობილების რიგი აღარაა
1665081836
რუსეთის საბაჟო სამსახურის ჩრდილოეთ-კავკასიის სამმართველოს პრესსამსახური აცხადებს, რომ „ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მსუბუქი ავტომობილების რიგები აღარაა.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით 4 ოქტომბრის 00:00 საათიდან 5 ოქტომრის 00:00 საათამდე ჩრდილოეთ-ოსეთის „ზემო ლარსის" საბაჟო გამშვები პუნქტი საქართველოს მიმართულებით გადმოკვეთა 444-მა, ხოლო რუსეთის მიმართულებით გადაკვეთა 421-მა სატვირთო ავტომობილმა.
ამავე დღე-ღამის განმავლობაში მებაჟეებმა საქართველოსკენ გამოატარეს 605, ხოლო რუსეთში შეუშვეს 777 მსუბუქი ავტომობილი, გამშვებ პუნქტთან რიგში კი საქართველოს მხრიდან 50 და საქართველოსკენ 10 მსუბუქი ავტომობილი იყო.
5 ოქტომბრის 00:00 საათიდან ამ დრომდე არსებული მონაცემებით, „ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუქნტის საქართველოს მიმართულებით გადმოკვეთა 440-მა, ხოლო რუსეთის მიმართულებით გადაკვეთა 516-მა სატვირთო ავტომობილმა. გამშვებ პუნქტთან რიგში რუსეთის მხრიდან 250, ხოლო საქართველოს მხრიდან 264 სატვირთო მანქანაა.
ამავე პერიოდში ჩრდილო კავკასიელმა მებაჟეებმა საქართველოსკენ გამოატარეს 731, ხოლო რუსეთში შეუშვეს 865 მსუბუქი ავტომობილი. გაფორმების ზონაში შესვლას და საზღვრის გადმოკვეთაზე ნებართვას, ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციით, არცერთი მიმართულებით არცერთი მსუბუქი მანქანა არ ელოდება.




