„მქონდა პატივი, VII მოწვევის საკრებულოს წევრი  ვყოფილიყავი, ამისთვის მადლობა პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებს  და კახა კალაძის გუნდს,  რომლის წევრიც დაფუძნების დღიდან ვარ“, -  განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ.

"ძალიან დიდი მადლობა ჩემს რეკომენდატორებს პარტია ქართულ ოცნებაში, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა საკრებულოს წევრი ვყოფილიყავი. მრავალი მიმართულებით მაქვს სამუშაო გამოცდილება და მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას.  საკრებულოს წევრობა ჩემთვის  ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო.  ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საკრებულოს თავმჯდომარეს,  ბატონ ზურაბ აბაშიძეს და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს.  ასევე მადლობა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  და  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეებს.   ამ კომისიების მუშაობა გასული ოთხი წლის განმავლობაში  აქტიური და ნაყოფიერი იყო,  ჩემი მონაწილეობა კი გადაწყვეტილების მიღებაში - მნიშვნელოვანი და სასიხარულო, რადგან უამრავ ადამიანს შევუმსუბუქეთ ცხოვრება,“  -  განაცხადა ნათია მოდებაძემ.

ნათია მოდებაძემ  სიტყვით გამოსვლის დასასრულს   საკრებულოს მომავალ წევრებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და პარტიის გაძლიერებისთვის მუშაობისათვის  წარმატებები უსურვა.