ვარშავის სახელმწიფო ფილარმონიაში ფრედერიკ შოპენის მე-19 საერთაშორისო კონკურსი დასრულდა.
კონკურსის შედეგები, რომელიც სამშაბათის დილით, ადგილობრივი დროით 02:30 საათზე დაახლოებით დილის 2:30 საათზე გამოცხადდა, სიურპრიზი აღმოჩნდა როგორც ექსპერტებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის და მათ ჟიური გააკრიტიკეს.
მთავარი პრიზი ამერიკელმა პიანისტმა ერიკ ლუმ მიიღო.
მეორე პრემია კანადელმა კევინ ჩენმა, მესამე ჩინელმა ვან ცვიტუნმას, მეოთხე პრემია კი ჩინელმა და იაპონელმა გაინაწილეს.
მეხუთე ადგილზე პოლონელი პიოტ ალექსევიჩი და მალიიზიელი ვინსენ ონგი გავიდნენ, მეექვსეზე კი ამერიკელი უილიამ იანგი.
დავით ხრიკული - „ქართველი, რომლის შესრულებამაც მაყურებელი აღაფრთოვანა, პრიზის გარეშე დარჩა“.
პოლონური მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ჟიურის ვერდიქტის სრული მოულოდნელობა იყო და მან „სულის სიღრმემდე შეძრა“ როგორც მაყურებლები, ისე ექსპერტები.
„შემიძლია ვთქვა, და შესაძლოა ეს არა მხოლოდ საკუთარი აზრია, რომ ეს საშინელი შედეგია“, - თქვა ადამ როზლახმა, ჟურნალისტმა და მუსიკამცოდემ, რომელმაც TVP Kultura-ს ტელეარხზე კონკურსისადმი მიძღვნილი საღამო წაიყვანა. ეს უფრო „მაკაბრს კვადრატში“ ჰგავს“, - თქვა იან პოპისმა, მუსიკამცოდნემ, კრიტიკოსმა, ჟურნალისტმა და ფრედერიკ შოპენის მუსიკის ექსპერტმა.
„ყველაზე მოსაწყენმა და უინტერესო პიანისტმა მოიგო, - დაწერეს მუსიკის და შოპენის მოყვარულმა ინტერნეტმომხმარებლებმა.
ზოგიერთმა ჟიურის ვერდიქტი პოლიტიკას დაუკავშირა. „ნუთუ აქ ნამდვილად რაღაც პოლიტიკაა ჩართული? სამწუხაროა, რადგან ყველა ხედავს და ესმის ამას. ხალხო... ეს არა მხოლოდ შოკის მომგვრელია, არამედ აღმაშფოთებელია“, - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.