სპორტულ შეჯიბრებაში 12-დან 18 წლამდე მოზარდები და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიოზიორები მონაწილეობდნენ. 

12-დან 18 წლამდე მოზარდებმა შემდეგ წონით კატეგორიებში იასპარეზეს: 
55 კგ 
65 კგ
75 კგ
+ 75 კგ 
18+ ასაკის ახალგაზრდებმა კი შემდეგ წონებში: 60 კგ 70 კგ 80 კგ 90 კგ +90 კგ 
შეჯიბრების დასრულების შემდეგ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების, იგივე კიკვიძის პარკში, დაჯილდოება გაიმართა. ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და პლანეტის პირველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ვაუჩერები გადასცეს.


პრიზები:

I ადგილი - 500 ლარი + თასი და მედალი
II ადგილი - 300 ლარი + მედალი
III ადგილი - 200 ლარი + მედალი


ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა. მას რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი, მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ. 
სპორტული ღონისძიების წამყვანი და თანაორგანიზატორი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ლუკა მგელაძე იყო. 
შეჯიბრებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები: ლუკა სიჭინავა, დუგლას დგებუაძე, დავით თენიეშვილი, ზაზა თაბაგარი, გიორგი ტორუა, ბაჩო დიღმელაშვილი, გიორგი ოზბეთელაშვილი, ანრი ბუკია და ფირუზ მარკოიძე.