მამაკაცი  მუცლის არეში მიღებული ჭრილობებით  ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისათვის, შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მოხდა.
68 წლის კაცს საკუთარ  საცხოვრებელ  სახლში ესროლეს.

მომხდარის  ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე  უცნობია. ადგილობრივების ვერსიით, ფაქტი შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

გამოძიება 19-108-ე  მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ამ დრომდე  არავინ დაუკავებია.