უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ფაზის (პლეიოფისწინა ჯგუფური ტურნირის) მესამე ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ გასვლითი შეხვედრა ლევერკუზენში ჰქონდა. უეფას ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა მასპინძლები გამანადგურებელი ანგარით მარცხი აწვნიეს. ხვიჩა კვარაცხელია  (flashscore - 8.5) რომელიც დიდი ხნის შემდეგ მინდორზე დაბრუნებულმა უსმან დემბელემ 63-ე წუთზე შეცვალა, მასპინძელთა კარში გატანილი მესამე გოლის ავტორი და მეორე გოლის თანაავტორი იყო.

„ბაიერი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 2:7(1:4)
გოლები: 7' ვილიან პაჩო 0:1, 38' ალეიშ გარსია, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 41' დეზირე დუე (ხვიჩა კვარაცხელია) - 1:2, 44' ხვიჩა კვარაცხელია 1:3, 45+3' დეზირე დუე 1:4, 50' ნუნუ მენდეში 1:5, 54' ალეიშ გარსია 2:5, 66' უსმან დემბელე 2:6, 90' ვიტინია 2:7
25-ე წუთზე ალეხანროდ გრიმალდომ („ბაიერი“) თერთმეტმეტრიანი ძელს მოახვედრა.
გაძევება: 31' რობერტ ანდრიხი („ბაიერი წითელი ბარათი), 37' ილია ზაბარნი („პარი-სენ-ჟერმენი“, წითელი ბარათი)

„ბარსელონა“ - „ოლიმპიაკოსი“ 6:1(2:0)
გოლები: 7', 39'  ფერმინ ლოპესი 1:0 და 2:0, 54' აიუბ ელ-ქააბი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 68' ლამინე იამალი, თერთმეტმეტრიანიდან 3:1, 74' მარკუს რაშფორდი 4:1, 76' ფერმინ ლოპესი 5:1, 79' მარკუს რაშფორდი 6:1
გაძევება: 57' სანტიაგო ჰეზე („ოლიმპიაკოსი“, მეორე ყვითელი)

„კაირატი“ - „პაფოსი“ 0:0
გაძევება: 4' ჟოაო კორეია („პაფოსი“ წითელი ბარათი)
მასპინძელთა რიგებში 61-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე გიორგი ზარია (flashscore - 6,8)

„ვილიარეალი“ - „მანჩესტერ სიტი“ 0:2(0:2)
გოლები: 17' ერლინ ჰოლანი 0:1, 40' ბერნარდუ სილვა 0:2
გიორგი მიქაუტაძე (flashscore - 6.0) 66-ე წუთზე შეცვალეს.


„არსენალი“ - „ატლეტიკო“ 4:0(0:0)
გოლები: 57' გაბრიელი 1:0, 64' გაბრიელ მარტინელი 2:0, 67', 70' ვიკტორ დიოკერესი 3:0 და 4:0


„კოპენჰაგენი“ - „ბორუსია“ დორტმუნდი 2:4(1:1)
გოლები: 20' ფელიქს ნმეჩა 0:1, 33' ვალდემარ ანტონი, საკუთარ კარში 1:1, 61' რამი ბენსებენი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 76' ფელიქს ნმეჩა 1:3, 87' ფაბიო სილვა 1:4, 90' ვიკტორ დადასონი 2:4


„ნიუკასლი“ - „ბენფიკა“ 3:0(1:0)
გოლები: 32' ენტონი გორდონი 1:0, 70', 72 ჰარვი ბარნსი 2:0 და 3:0


„პსვ“ - „ნაპოლი“ 6:2(2:1)
გოლები: 31' სკოტ მაკტომინეი 0:1, 35' ალესანდრო ბონჯორნო, საკუთარ კარში 1:1, 38' ისმაელ საიბარი 2:1, 54', 80' დენის მანი 3:1 და 4:1, 86' სკოტ მაკტომინეი 4:2, 87' რიკარდო პეპი 5:2, 89' კუჰაიბ დრიუეში 6:2
გაზევება" 76' ლორენცო ლუკა („ნაპოლი“, წითელი ბარათი)

„როიალ უნიონი სენ-ჟილუაზი“ - „ინტერი“ 0:4(0:2)
გოლები: 41' დენზელ დუმფრისი 0:1, 45+1' ლაუტარო მარტინესი 0:2, 53' ჰაქან ჩალჰანოღლუ, თერთმეტმეტრიანიდან 0:3, 76' ფრანჩესკო ესპოზიტო 0:4





მასალა ბოლოს 02:30 საათზე  შეივსო და განახლდა.