საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია- შავგულიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს.