მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა  მიულოცეს.

მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.

 ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.

 №11 დაწესებულებაში ყოფნისას სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების სასწავლო სივრცე, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

 თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული და აკადემიური განათლების ხელშეწყობა, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია შესაბამისი პირობები.