გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა.
კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების შემდეგ ნაგებობების უმრავლესობა მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.
კომერციული ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ.
სანაპირო ინფრასტრუქტურა ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება.











