სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს - დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება.