აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა აჭარაში  კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ასევე, საერთო ხედვებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციური კულტურული პროექტების მხარდაჭერის გზებსა და ახალგაზრდების კულტურულ პროცესებში ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს.