თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე ლილი მსხილაძემ აქციების დროს დაკავებულ "ზოდიაქოში" დასაქმებულ  23 წლის დანიელ მუმლაძესა და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წელით პატიმრობა მიუსაჯა.

დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი 2024 წლის დეკემბრის თვეში 112-ის კუთვნილი ვიდეოკამერების დაზიანებისთვის დააკავეს. 

ორივე მათგანი აღიარებს დანაშაულს და ზარალის ანაზღაურებასაც აპირებდნენ, თუმცა ბრალდებამ მათთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა. 

მოსამართლე კი არ გაითვალისწინა მათი აღიარება და ორივე მათგანს სამ-სამ წლიანი პატიმრობა შეუფარდა.