NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა პერ ეკლუნდმა კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე შეაფასა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე.

მან ხაზი გაუსვა ამომრჩეველთა მხრიდან მაღალ აქტივობას, რაც "დემონსტრირებაა იმის, რომ ქართველები მხარს უჭერენ დემოკრატიას, ერთგულნი არიან დემოკრატიული პროცესისა", თუმცა იქვე გაუსვა ხაზი, რომ "ასევე ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა":

"სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონის გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, დაშინება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძირს უთხრიდა მთლიანად პროცესის სამართლიანობას",- თქვა მისიის წევრმა.

მისივე ცნობით, NDI-ის დამკვირვებლების თანახმად, რომლებიც 10 სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ, ხმის მიცემა ძირითადად კანონის შესაბამისად მიმდინარეობდა, თუმცა "დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ზრდა დარღვევებისა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის, ეს იყო ძალადობის გამოყენება, ბიულეტენების ჩაყრა".