საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1.5 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა
ჩატარდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. მოეწყო გვერდულები, საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების მარეგულირებლები, კიუვეტები, მიერთებები და საყრდენი კედელი
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,69 მილიონი ლარით დაფინანსდა. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.