"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ერთ-ერთი წარმომადგენლის ტომ მალინოვსკის (აშშ–ის ყოფილი კონგრესმენი) განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა "ნახეს საჩივრები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას". ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციზე ისაუბრა.

"26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა უფრო მაღალი აქტივობა, ვიდრე წინა ორ არჩევნებზე. ეს არის საქართველოს მოქალაქეების ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიული პროცესებისადმი. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა ნამდვილი დემოკრატია და არ სურს, ევროპას დაშორდეს. ამიტომაც მთელი კონგრესი აკვირდება, საქართველოს ლიდერები მიიღებენ თუ არა იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობამ დაუჭირა მხარი. 

რაც შეეხება შედეგებს, შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას. ISFED, რომელიც გახლავთ წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი, ჯერ კიდევ მუშაობს დეტალურ ანგარიშზე. მოგიწოდებთ ყველას, რომ მიიღოთ ის მხედველობაში, ჩვენ ვენდობით იმ მეთოდოლოგიას, რომელსაც ISFED იყენებს", – განაცხადა მან.