საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

კითხვაზე, ჩამოთლილი ქვეყნებიდან რომელს თვლით ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის, გამოკითხულთა 51-მა  პროცენტმა ევროკავშირი დაასახელა. 

ევროკავშირი - 51%

აშშ - 32%

აზერბაიჯანი - 19%

უკრაინა - 17%

თურქეთი - 16%

სომხეთი - 9%

რუსეთი - 9%

დიდი ბრიტანეთი - 9%

ისრაელი - 7%

ჩინეთი - 6%

ირანი - 1%

არცერთი - 8%

არ ვიცი - 8%



კითხვაზე, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან როიმელს თვლით ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის, გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა უპირატესობა ევროკავშირს მიანიჭა.

ევროკავშირი - 43%

აშშ - 31%

თურქეთი - 28%

აზერბაიჯანი - 24%

რუსეთი - 16%

ჩინეთი - 12%

უკრაინა - 12%

სომხეთი - 8%

ისრაელი - 5%

დიდი ბრიტანეთი - 5%

ირანი - 1%

არცერთი - 5%

არ ვიცი - 9%



კითხვაზე, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელი უქმნის საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს, გამოკითხულთა 2/3-ზე მეტმა რუსეთი დაასახელა.

რუსეთი - 77%

თურქეთი - 12%

აშშ - 9%

ირანი - 6%

ჩინეთი - 4%

სომხეთი - 4%

აზერბაიჯანი - 4%

უკრაინა - 3%

ევროკავშირი - 2%

ისრაელი - 1%

დიდი ბრიტანეთი - 1%

არცერთი - 3%

არ ვიცი - 9%

ასევე რუსეთი დაასახელა გამოკითხულთა უმრავლესობამ საქართველოსთვის ყველა დიდი ეკონომიკურ საფრთხის მქონე ქვეყნად.

რუსეთი - 69%

თურქეთი - 11%

აშშ - 6%

ჩინეთი - 5%

უკრაინა - 3%

ირანი - 3%

აზერბაიჯანი - 2%

ევროკავშირი - 2%

სომხეთი - 2%

დიდი ბრიტანეთი - 1%

ისრაელი - <1%

არცერთი - 4%

არ ვიცი - 16%

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 1200-მა მოქალაქემ. ცდომილება +/- 2,5%-ის ფარგლებშია