ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვრის მოხსნისთვის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს.

„ამ წუთს მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება. რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩემი მხრიდანაც არსებობს, თუმცა შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.

ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეხებოდა თუ არა ეს უმაღლეს სასულიერო განათლებასაც, მეუფე ზენონმა აღნიშნა: „დიახ, გარკვეული ნაწილი ამას ასე განიხილავს“.