ავსტრიის ბუნდესლიგაში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ოთარ კიტეიშვილის და გიზო მამაგეიშვილის „შტურმმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა დაასრულა ფრედ. ამჯერად მან სახლში „აუსტრიას“ ვერ მოუგო. მეტიც, მასპინძლები მარცხს 85-ე წუთზე პოლ კოლერის მიერ გატანილმა გოლმა გადაარჩინა.

საგოლე გადაცემის ავტორი გიზო მამაგეიშვილი (Flashscore - 7,0) იყო. მან და ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore - 7,3) შეხვედრა შეუცვლელად ითამაშეს.



დარჩენილი შეხვედრები:

03.05 „აუსტრია“ „ჰარტბერგი
03.05. „ზალცბურგი“ -  „შტურმი“
04.05 „ლასკი“ - „რაპიდი“

10.05 „ლასკი“ - „ზალცბურგი“
10.05  „რაპიდი“ - „აუსტრია“
10.05 „ჰარტბერგი“ - „შტურმი“

17.05 „აუსტრია“ - „ლასკი“
17.05 „ზალცბურგი“ - „ჰარტბერგი“
17.05 „შტურმი“ -„რაპიდი“