საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა, ელისეს სასახლეში გატარებული პერიოდის შესახებ გულახდილად ისაუბრა და ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის მეუღლის სტატუსი ხშირად მძიმე ემოციურ განცდებთან არის დაკავშირებული.

„ზოგჯერ ისეთი სევდიანი ვარ, როგორც არასდროს ვყოფილვარ,“ - განაცხადა მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, სადაც ქვეყნის პირველი პირის გვერდით ცხოვრების სირთულეებსა და იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნას ახლავს.

ბრიჯიტ მაკრონის თქმით, მიუხედავად იმ პრივილეგიებისა, რასაც ელისეს სასახლეში ცხოვრება გულისხმობს, არსებობს შინაგანი განცდები, რომელთა გაზიარებაც რთულია. მან ხაზი გაუსვა, რომ ხშირად უწევს საკუთარი ემოციების დაფარვა, რათა შეასრულოს თავისი მოვალეობები და მხარი დაუჭიროს მეუღლეს, ემანუელ მაკრონს.