წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საყულიასა და ოფშკვითის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ ოფშკვითში დასრულების ფაზაშია სკვერის მოწყობის სამუშაოები. ტერიტორიაზე, სადაც მოპირკეთდა ბილიკები, დაირგო ხე მცენარეები და დამონტაჟდა მცირე შადრევანი, მოწყობილია დასავენებელი სკამები, გარეგანათების სისტემა და სველი წერტილები.
პროექტი 2025 წელს დაიწყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 177 000-ზე მეტი ლარი იხარჯება.
საყულიის ადმინისტრაციულ ერთეულში კლუბის სამუშაოებისთვის 278 000 ლარი იხარჯება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე აცხადებს, სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია.




