დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იარაჯული)  საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელი ეხმიანება და წერს. 

"როგორც ჩანს,საქართველოსთვის იკვეთება თავსმოხვეული გეო- პოლიტიკური კონტური: თბილისი - მოსკოვი- თეირანი- დამასკო- პეკინი-ფხენიანი, ჰეზბოლა- თალიბანი. 
“ ახალი საქართველოს” პერსპექტიულ მოკავშირეთა გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტს სამომავლოდ მოუწევს ალბათ შესაბამისი ქვეგანყოფილებების შექმნა 🤷‍♂️
ეპისკოპატს მინდა მივმართო: 
სრულიად მართლმადიდებელთა კრეტის დიდი კრება, ზოგიერთი თქვენგანის მიერ  “ ამერიკულ პროექტად” სახელდებული თუ ანტიქრისტესთან “მიგაახლებდათ”, როგორც ზოგიერთი თქვენგანი დაბეჯითებით ირწმუნებოდით, აწი რასთან მიაახლებს საქართველოს ეკლესიას საბედისწერო პროცესი, რაც ქვეყნის თავს ხდება. ან ფიქრობთ, რომ სამომავლოდ საქართველოს საზღვრებს მიღმა ეპარქიები შენარჩუნებული იქნება? თუ ვხვდებით სად მივდივართ?" - წერეს ზენონი იარაჯული.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა - ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები და ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო"

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრმა ოლივერ ვარჰეიმ განცხადებით  უპასუხა საქართველოს პრემიერს: ვწუხვარ, რომ ჩემი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის ნაწილი მთლიანად იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონი

შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.