ეს ნიკა რურუას საჩუქარია, ადამიანის, რომელიც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ბევრ ცოცხალზე ათასჯერ მეტ საქმეს აკეთებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს მანქანა ორი დიდი ადამიანის საჩუქარია.
შეუძლებელია ამ მანქანამ დაგვაღალატოს!
ეს ნიკა რურუას საჩუქარია, ადამიანის, რომელიც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ბევრ ცოცხალზე ათასჯერ მეტ საქმეს აკეთებს.
ეს Giorgi Rurua -ს საჩუქარია, გიორგის, რომელიც იმაზე გაცილებით უკეთესი ძმაა, როგორ ძმასაც ნიკას მეგობრები ვისურვებდით, რომ ნიკას ჰყოლოდა.
დიდი მადლობა ნიკა.
დიდი მადლობა გიორგი.
მე მიყვარს Georgian Legion -  ქართული ლეგიონი“,- წერს კობა ხაბაზი.