საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა სოფელ ბადიაურში, 1993 წელს ტამიშთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის მოგერიება შეძლეს.
#დიდებაგმირებს
ინფორმაციას საგარეჯოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.