"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
გიორგობას გილოცავთ მეგობრებო.
რაც შეეხება ვარდების რევოლუციის იუბილეს, საკუთარ თავზე ვბრაზობ,მრცხვენია.
სანამ ვარდების რევოლუციის და საქართველოს აღმშენებლობის შემოქმედი პატიმრობაშია, არ მეზეიმება.#თავისუფლებამიშას!
მე ვპატიჟებ რევოლუციის ვეტერანებს და ახალგაზრდებს - ერთად აღვნიშნოთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის: 20 წლის იუბილსთან დაკავშირებით, საზეიმო შეკრებას აანონსებს