სამტრედიის მუნიციპალიტე ტში წარმატებით გაიმართა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება — სამოყვარულო ლიგის მუნიციპალური ტურნირის ფინალი, რომელიც კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა.

ტურნირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ფინალში ერთმანეთს ბაშისა და ეწერის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გამარჯვება ეწერის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.

დავით ბახტაძემ გამარჯვებულ გუნდს მიულოცა წარმატება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მომავალშიც მაქსიმალურად გააგრძელებს სპორტული და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას.