მაიამის „ჰარდ რუკ სტედიუმზე“ფიფას საკლუბო ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.
რიო-დე-ჟანეიროს „ფლამენგომ“ ვერ შეძლო ფავორიტად მიჩნეულ მიუნხენის „ბაიერნთან“ გამკლავება, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
„ბაიერნი“ - „ფლამენგო“ 4:2(3:1)
გოლები: 6' ერიკ პულგარი, საკუთარ კარში 1:0, 9' ჰარი კეინი 2:0, 33' ჟერსონი 2:1, 41' ლეონ გორეცკა 3:1, 53' ჟორჟინიო, თერთმეტმეტრიანიდან 3:2, 73' ჰარი კეინი 4:2
მეოთხედფინალში „ბაიერნი“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.