უკრაინაში ვარ, ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიო ტვირთი აქვს აღებული საკუთარ თავზე, ბოროტების შეჩერების და დამარცხების ზოგადსაკაცობრიო ტვირთი.აქ ყველგან სუსხი იგრძნობა, ოღონდ ეს სიცივისგან მომდინარე არ არის, ეს ომის სუსხია, სუსხი რომელიც სხეულზე უფრო სულს გიყინავს, სუსხი რომელიც ნათელის გამარჯვებისთვის ბრძოლის გარდა სხვა გზას აღარ გიტოვებს. აქ ცხადად ხვდები, რომ თუ არ გაიმარჯვებ, ბოროტება მეტასტაზივით გავრცელდება, მოედება ყველას და ყველაფერს. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

"პირველი რაც ომში შებიჯებისას უნდა გააკეთო, შენში გამჯდარი სუსხი უნდა დაამარცხო, უნდა გჯეროდეს, რომ ამ ომში გამარჯვების გარდა სხვა გზა არ არსებობს. როგორც კი ამ სუსხს დაძლევ აღარც შიმშილი შეგაწუხებს, აღარც სიცივე, ვეღარც დაღლას იგრძნობ და ვერც უძილო ღამეები დაგიმძიმებენ თვალებს. და კიდევ ერთი საინტერესო განცდა:

საქართველოში როცა ვიყავი უკრაინაში მებრძოლი ჩემი ძმები მენატრებოდა, უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე ყოფნისას კი ჩემი საქართველო და ჩემი ღირსეული მეგობრები.

აქ, საზღვართან ახლოს ორივე მონატრებაა, საქართველოში დარჩენილი მეგობრებისაც და წინ, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი მომლოდინე მეგობრებისაც. მენატრებით ყველა მძაფრად და ძლიერად.

#თავისუფლებამიშას !- წერს კობა ხაბაზი "ფეისბუკში".