კითხულობ სიას და ყელში ბურთივით გაწვება ბრაზი, ტკივილი... არა, ეს სია აღარ უნდა გაიზარდოს, ბოროტება უნდა დასრულდეს, ბოროტების იმპერიამ პასუხი უნდა აგოს!#თავისუფლებამიშას! - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება სოხუმის დაცემის 30 წლისთავის აღმნიშვნელ თარიღს:

"ღმერთო ჩემო, როგორ შემზარავად გაიზარდა ეს სია ერთ წელში....კითხულობ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა სახელ-გვარებს და წარსულის მოგონებებთან ერთად უკვე ახალი გვარები გხვდება, შენი მეგობრების, ვისთანაც ერთად ახლახანს იდექი უკრაინაში საქართველოს მტრის წინააღმდეგ.

კითხულობ სიას და ყელში ბურთივით გაწვება ბრაზი, ტკივილი... არა, ეს სია აღარ უნდა გაიზარდოს, ბოროტება უნდა დასრულდეს, ბოროტების იმპერიამ პასუხი უნდა აგოს!#თავისუფლებამიშას!"