ერთი კილო მოუმატია, ეს თუ რამეს ნიშნავს ამსიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უკეთესად არის და წონაშიც იმატებს.
„რაც შეეხება ჯანმრთელობას და მის მშვენივრად ყოფნას, მე ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიზიარებ. ერთი კილო მოუმატია, კი ბატონო, ეს თუ რამეს ნიშნავს ამსიმაღლე ადამიანისთვის არ ვიცი, რა გითხრათ. ეს ექიმები ალბათ თავის დასკვნას დაწერენ. ჯანმრთელობაზე, ჩემი აზრით, ძალიან ადრეა საუბარი, ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე“- განაცხადა გიული ალასანიამ.