შოკში ჩააგდო მისმა {მიხეილ სააკაშვილის} დანახვამ მსოფლიო - ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება სჯის.
„შოკში ჩააგდო მისმა დანახვამ მსოფლიო. ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. სტატიაში ნათქვამია სწორედ ის, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, შემდეგ უკვე მათი ჩარევით მოხდა 2012 წლის არჩევნები. პირდაპირ წერს, რომ ეს არის პრორუსული მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, მათი ხელით ხორციელდება მისი დასჯა. ადამიანი წერს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გასათავისუფლებლად“ , - აღნიშნავს ალასანია “ტვ პირველთან“.