არც უცხოეთში აქვს ყველა კლინიკას მიშას მსგავსი პაციენტის მკურნალობის გამოცდილება, მაგრამ სადაც აქვთ, როგორმე იქ მოხდეს გადაყვანა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყოველი დილა იწყება წნევით - 150/100-ზე. კვების პრობლემები ისევ აქვს, დღეს თითქოს შეჭამა, მერე დაჯდა, ფერი დაკარგა, მითხრა, რომ გული ერევა, ვერ იღებს საკვებს, იმიტომ, კი არა, რომ მე კალორიული საჭმელი არ მიმაქვს, მიმაქვს ის, რისი ასე თუ ისე მიღება შეუძლია.

ვიცი, რომ ჩატარდა გამოკვლევა, ექიმთა ასოციაციებია - ვილი პაჭკორია, მანანა ჯაბოშვილი - საქართველოში კლინიკებს მიმართეს შეკითხვებით და ჩამონათვალი იყო დიაგნოზების და მიმართეს შეკითხვით, თუ აქვთ ასეთი გამოცდილება, პაციენტები თუ ჰყოლიათ და დიდი ნაწილი უარყოფითი პასუხი იყო, 6 პროცენტზე ნაკლები იყო, რომ შეეცადნენ მკურნალობას და ლეტალური შედეგით დასრულდა. იმიტომ მიმაჩნია, რომ სადმე - არც უცხოეთში არ აქვს ყველა კლინიკას ამის გამოცდილება, მაგრამ სადაც აქვს, როგორმე იქ მოხდეს გადაყვანა,“ - ამბობს გიული ალასანია.