სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უკეთესად არის და წონაშიც იმატებს.

„პოლონელ ექიმებთან ჩემი შეხვედრა არ მოუთხოვიათ. თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ, მე შეხვედრისთვის, რატომაც არა, მზად ვიქნები. კომუნიკაცია “ვივამედის” ექიმებთან მაქვს. ეს ვიცოდი, რომ დღეს პოლონელი ექიმები უნდა ჩამოსულიყვნენ.

მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის. გაცილებით უკეთესად არის, წონაში იმატებს. ამას მე არ ვწყვეტ, როცა კარგად იქნება გადავიყვანთ, აბა რას ვიზამთ. არ იყო ბოლო პროცესზე უკეთესად? - ფაქტია, რომ კაცმა მოიმატა.

როცა საკვებს იღებს ნორმალურად მატულობს და არის ხოლმე კარგად, რომ არ შეჭამს, გახდება ცუდად.

კარგად რომ იყოს წავიყვანდით. არის ხომ ჯერ კლინიკაში, ე.ი. ამის საჭიროება არის”, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.