საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული, რადგან მას აქვს ტემპერატურა და წნევა. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკის შესახებ არ უსაუბრია.
„მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს ხოლმე. სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ. კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიმიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნევა 140/100-ზე, რანაირად არის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად თავისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად, აპირებს, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს. ამის შესახებ იგი Facebook-ის თავის გვერდზე წერს.