დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის დიაგნოზი სერიოზული და საშიშია.
მისი განმარტებით, მამაკაცს სხეულის 87 პროცენტი აქვს დამწვარი.
„შემოსულია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მეშვეობით ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნებოდა სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები. სხეულის დამწვრობა დაახლოებით 87%, სასუნთქი გზების დაზიანება, ე.წ დამწვრობითი შოკი. ამას ყველაფერს ემატებოდა ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია. პაციენტი დამწვრობითი ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, მიმდინარეობს დამწვრობითი შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა. რაც ვახსენე, ეს დიაგნოზი არის სერიოზული და საშიში“,- განაცხადა გეგა ქაშიბაძემ.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, სუკლხან თამაზაშვილის ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულია შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.




